ნაშრომში, საკუთრივ ქუთაის-გაენათის საეპისკოპოსოს ისტორიის ფაქტოლოგიურ მასალასთან დაკავშირებით, განხილულია საქართველოს ეკლესიის ისტორიის ისეთი პრობლემატიკა, როგორიცაა: დასავლეთ საქართველოს ეპარქიების კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებიდან გამოსვლის, აფხაზეთის საკათალიკოსოს შექმნის, ეგრისში ქართული სალიტერატურო ენის გავრცელების, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და სხვა საკითხები.