„ისტორია უდისტანციოდ“ 1988-1995 წლების ქრონიკებია. მასში ძირითადი ადგილი უჭირავს ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ეტაპის ფაქტოლოგიურ გაშუქებას. ავტორს მიაჩნია, რომ ეს ეტაპი სპონტანურად წარმოშობილი არ ყოფილა, არამედ მას წინ უძღოდა მოვლენები, რომლებიც განხილულია თავში – ,,წინამორბედი მოძრაობანი“. ფაქტობრივად, ესაა საბჭოთა ხელისუფლების არსებობის პერიოდში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოკლე ისტორია.