წინამდებარე ნაშრომში განხილულია დანაშაულის კვალიფიკაციის საფუძვლები, სისხლისსამართლებრივ ნორმათა გამოყენებისა და დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებათა შეფასების პრობლემები, მიმოხილულია სსკ კერძო ნაწილის ყველა კარი და თავი, რომლებიც მოიცავენ სსკ კერძო ნაწილის ყველა (108-413-ე) მუხლს. სსკ ცალკეული თავების მიხედვით მოცემულია დანაშაულთა იურიდიული ანალიზი, განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი ახალი სს კოდექსით შემოღებულ დანაშაულთა განხილვასა და ტერმინოლოგიის განმარტებებს, ჯეროვანი ადგილი ეთმობა განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასთან (საზღვრებთან) დაკავშირებულ დანაშაულს, კომპიუტერულ და ნარკოტიკულ დანაშაულს, განხილულია სსკ ზოგადი ნაწილის ნორმების კავშირი დანაშაულის კვალიფიკაციასთან. მოცემულია ძველ და ახალ სს კოდექსებს შორის განსხვავება.