ნაშრომში შესწავლილია საქართველოში მიმდინარე რუსეთის IV სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების პროცესი 1912 წელს. გაანალიზებულია პოლიტიკური პარტიების და ჯგუფების, საზოგადო მოღვაწეთა არჩევნებისადმი დამოკიდებულება, მათი არჩევნებში მონაწილეობის ხარისხი. შესწავლილია „საქართველოს საკითხის“ აქტუალობა IV სახელმწიფო სათათბიროში, ქართველი დეპუტატების მოღვაწეობა საწყის ეტაპზე. განსაზღვრულია საქართველოს პოლიტიკური სპექტრი XX საუკუნის 10-იან წლებში, რამაც დამოუკიდებლობის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა.