კონსტანტინე ლორთქიფანიძის რომანი ,,კოლხეთის ცისკარი" ასახავს საქართველოს სოფლის ცხოვრებას იმ პერიოდში, როდესაც კომუნისტური პარტია სოფლის კაპიტალისტური ელემენტების შევიწროების პოლიტიკიდან თანდათან გადადიოდა გაშლილი სოციალისტური შეტევის პოლიტიკაზე, ამზადებდა ნიადაგს სოფლის მეურნეობის სოციალისტური გარდაქმნისათვის და პირველ საფუძვლებს უყრიდა საკოლმეურნეო წყობილებას.