წიგნში განხილულია ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების საკითხი. წარმოჩენილია ის ძირითადი წანამძღვრები IX-X საუკუნეების ეკონომიურ, სოციალურ, პოლიტიკურსა და კულტურულ ცხოვრებაში, რომელთაც შექმნეს პირობები, ფეოდალიზმის აღმავალი განვითარების საფეხურზე, საქართველოს გაერთიანებისა და ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის შექმნისათვის. შესწავლილია ქართული ადრეფეოდალური სამეფო-სამთავროების (კახეთის, ეგრის-აფხაზეთის, ტაო-კლარჯეთის, ჰერეთის, თბილისის საამიროს) შექმნისა და განვითარების ძირითადი ეტაპები და ნაჩვენებია ამ პოლიტიკურ ერთეულებს შორის წარმოებული ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის.