,,სოციალისტური შრომის გმირი მწერალი კონსტანტინე ლორთქიფანიძე ოთხმოცი წლისა იყო, მაგრამ სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე ახალგაზრდული შემართებით განაგრძობდა ლიტერატურულ თუ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. გამომცემლობა „ნაკადულმა“ მწერალს სთხოვა, შეერჩია მოთხრობები ახალგაზრდობისათვის. მაშინ მან გაიცინა და თქვა, მე ყველაფერი ქალიშვილებს და ჭაბუკებს ვუძღვენი და აბა, როგორ შევარჩიოო და მაინც შეარჩია ცხრა მოთხრობა, რომელთა შორის „ცაბუნია“ გამოარჩია და კრებულს ეს სახელი დაარქვა. წავიდა ამ ქვეყნიდან მწერალი, დატოვა ლიტერატურული მემკვიდრეობა მათ შორის დარჩა ეს წიგნიც, როგორც ერთი ეპიზოდი მისი ცხოვრებისა".