,,ცხოვრებაჲ წმინდა ანტონისის" ქართულად სამი ხელნაწერია შემონახული, რომელთაგან ორი თბილისში, ხოლო ერთი ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული. თბილისური ხელნაწერების ტექსტები ერთ რედაქციას ეკუთვნის, ბრიტანულის - სხვას. ქართულ გამოკვლევაში დაწვრილებით არის შესწავლილი ამ რედაქციათა რაობა და დამახასიათებელი თავისებურებანი. შრომას ერთვის ვრცელი ლექსიკონიც.