მონოგრაფიაში მართლმადიდებლური სარწმუნოების საფუძველზე მიმდინარეობს მსჯელობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ეკონომიკური თეორიის მართლმადიდებლური გააზრება; ადამიანის დანიშნულება და ცხოვრების მიზანი; საზოგადოებრივი წარმოების საბოლოო მიზანი: ეკონომიკური, მმართველობითი და სასოფლო-სამეურნეო თემატიკა წმინდა წერილში, მართლმადიდებელი წმინდანები და ღვთისმეტყველები ეკონომიკისა და მართვის შესახებ; თეოლოგიური ეკონომიკა, როგორც სამეცნიერო-პრაქტიკული და სასწავლო დისციპლინა; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სოციალურ-ეკონომიკურ ეკოლოგიური და სასოფლო-სამეურნეო საკითხების შესახებ; ეკლესიის ადგილი და როლი საზოგადოებაში; ორგანიზაციულ სამართლებრივი დოკუმენტები საეკლესიო ეკონომიკისა და მართვის სფეროში; განათლებისა და მეცნიერების ორგანიზაცია საეკლესიო ეკონომიკის სფეროში; საქართველოს ეკლესიის სამეურნეო საქმიანობის აღორძინება-განმტკიცების ძირითადი მიმართულებები; ქრისტიანული პრინციპების ასახვის აუცილებლობა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ეროვნულ კონცეფციაში; საეკლესიო ეკონომიკისა და საერო ბიზნესის თეოლოგიურ-სინერგიული განვითარების საფუძვლები და სხვ.