წიგნი ეხება საკითხებს – როგორია ადამიანისა და საერთოდ კაცობრიობის ბედი მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის თანამედროვე პირობებში და საით მიჰყავს მეცნიერებისა და ტექნიკის პროგრესს კაცობრიობა. აქვე გარჩეულია ადამიანის თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის პრობლემა, გაკრიტიკებულია ადამიანის, როგორც ნატურალისტური, ისე ანტინატურალისტური თვალსაზრისები, რომელთაგან პირველი ადამიანს მანქანასთან აიგივებდა, ხოლო მეორე მის თვითნებობასა და ამორალიზმს „აკანონებდა“ ადამიანისათვის აბსოლუტური თავისუფლების მინიჭებით. ორივე ამ თვალსაზრისთან დაპირისპირებულია ადამიანის მარქსისტული გაგება, რომელიც, ძალაში ტოვებს რა სოციალურ დეტერმინირებულობას, ადამიანის ცხოვრების საზრისს საზოგადოებრივი საქმისათვის თავდადებასა და სამსახურში ხედავს.