ნაშრომში განხილულია: საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ჩატარებასთან გამომძიებელს და დაცვის მხარეს უშუალოდ შემხებლობა არა აქვს ან/და აქვს, მაგრამ უმნიშვნელოდ; სხვა საპროცესო მოქმედებანი (ექსპერტიზა და მისი დანიშვნის საფუძველი, ნიმუშის აღება, გამოცხადების სავალდებულოობა და მიყვანა, მიყვანის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება, ქონებაზე ყადაღის დადება, ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენება, ბრალდებულისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის შეჩერება); საგამოძიებო მოქმედებათა ოქმის მნიშვნელობა, ფორმა, სტრუქტურა და შედგენის (მათ შორს სპეციალური) წესი; სისხლის სამართლებრივი დევნის არსი, გამომძიებლისა და პროკურორის თანამშრომლობის ცალკეული ასპექტები დაკავების, ბრალდების წარდგენის, არაიდენტიფიცირებული, ასევე სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის პროცესში; გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის არსი, გამომძიებლისა და პროკურორის, როგორც საპროცესო ხელმძღვანელის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლები გამოძიების სტადიაზე; გამომძიებლისა და საგამოძიებო ორგანოს მონაწილეობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოუწესრიგებელ, კერძოდ ოპერატიულ-სამძებრო და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით რეგულირებულ ურთიერთობებში; სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, როგორც გამოძიების დამთავრების ფორმა და მოცემულია სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის იმ სამართლებრივი საფუძვლები, რომლებიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საპროცესო (მათ შორის საპროცესო შეთანხმება, სრულწლოვანის განრიდება) და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით (არასრულწლოვანთა და 21 წლამდე პირთა განრიდება და განრიდება მედიაციით) და სხვა.