ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები (შიდა ქართლი)

გამოცემის წელი1983
გამომცემლობამეცნიერება

შიდა ქართლი წარმოადგენდა საქართველოს ცენტრალურ პროვინციას. შიდა ქართლის ფიზიკურ-გეოგრაფიულმა და ეკონომიკურმა პირობებმა განაპირობეს მისი როლი საქართველოს ისტორიაში. მის ირგვლივ დაიწყო ქართველ ტომთა კონსოლიდაციის პროცესი. შუა საუკუნეებში ქართული ფეოდალური მონარქიის გაერთიანება მიმდინარეობდა შიდა ქართლისათვის ბრძოლის ნიშნით. შიდა ქართლი წარმოადგენდა ერთიან ადმინისტრაციულ ერთეულს – სასპასპეტოს (ქართლის საერისთავო), რომელიც ცალკეული ხევებისაგან შედგებოდა. XIII-XIV სს-დან ქართლის საერისთავო ცალკეულ სათავადოებად იშლება. საუკუნეთა მანძილზე შიდა ქართლში მიმდინარეობდა ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკურ და ეთნიკური ცვლილებები, რომელთა გაშუქებასაც ეძღვნება წინამდებარე ნაშრომი.