შრომაში მოცემულია ქართული დიდი ოჯახის და ოჯახური მრეწველობის მდგომარეობა XIX საუკუნის დასაწყისში, საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ მომხდარი პოლიტიკური და ეკონომიური ცვლილებები და ამის შედეგად დიდი ოჯახების და ოჯახური მრეწველობის დაშლა XIX საუკუნეში. განხილულია ხელოსნური პროდუქციის მთელი კომპლექსი (75-ზე მეტი სახის), მათი გამომუშავების ტექნოლოგიური პროცესები, ოჯახური მრეწველობიდან შეკვეთით მოხელეობის (ხელობაზე გასვლის და შინამოხელეობის) და შემდეგ საფასო მოხელეობის წარმოშობა: საამქრო წყობა საქართველოში და მასში მომხდარი ცვლილებები XIX საუკუნის მეორე ნახევარში. სპეციალურად განხილულია მეურნეობრივი ვითარება, რომელმაც განაპირობა გადასვლა წარმოების კაპიტალისტურ წესზე და მისი განვითარება საქართველოში XIX საუკუნის ბოლოს.