ნაშრომში დიდი ადგილი აქვს დათმობილი „რბილი ძალის“ როლს საერთაშორისო ურთიერთობებში, შესწავლილია „საერთაშორისო კიბერტერორიზმი და ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის სტრატეგია“. კრებულში ასევე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სამეცნიერო-კვლევითი პროექტით გათვალისწინებული კვლევები: „მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცე და საქართველო“, „გლობალური პოლიტიკური ტრანსფორმაციები დასავლეთში და საქართველო“ და „მიგრაციული პროცესები თანამედროვე მსოფლიოში“.