ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

სამოსამართლო სამართალი

გამოცემის წელი2020
გამომცემლობამერიდიანი

წიგნი მოიცავს ცამეტ თავს, რომელთაგან უკანასკნელში მოცემულია ოთხი სხვადასხვა ქეისი და დეტალურად არის წარმოდგენილი სასამართლოს საქმეების გადაწყვეტის ავტორისეული მეთოდოლოგია. პირველ თავში წარმოდგენილია მცირე ისტორიული ექსკურსი, განსხვავებები ევროპულ და ანგლო-ამერიკულ სასამართლო სისტემებს შორის. მეორე თავი მოიცავს უფრო სიღრმისეულ ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ უმკლავდებიან სასამართლოები და მოსამართლეები კანონის ბუნდოვანებას. მესამე თავი იკვლევს რამდენიმე ფართო ინტერესის საკითხს, მათ შორის მოსამართლეების შეზღუდვებს საჯარო დისკუსიის დროს, როგორ უმკლავდებიან მოსამართლეები მათი გადაწყვეტილებების მიმართ საჯარო კრიტიკას და სასამართლო საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებს. შემდეგი ნაწილი განიხილავს სასამართლო პრაქტიკას, კონტინენტურ სისტემაში საჯარო და კერძო სამართლის დიფერენციაციის შესახებ.