მეოცე საუკუნის გამოჩენილი მწერლის, ქართული ლიტერატურის კლასიკოსის მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება და შემოქმედებითი მემკვიდრეობა უაღრესად საინტერესოა და მდიდარი. ამ წიგნში მწერლის ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი მომენტების გარდა მკითხველი გაეცნობა მიხეილ ჯავახიშვილის მხატვრულ შემოქმედებას ადრინდელი მოთხრობებიდან დაწყებული უკანასკნელ ნაწარმოებამდე, ანუ „ჩანჩურადან“ „ქალის ტვირთამდე“.