ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

საქართველოს სოციალურ-ეკონომიური განვითარება გვიანფეოდალურ ხანაში : საადგილმამულო ურთიერთობა

გამოცემის წელი1971
გამომცემლობამეცნიერება
რედაქტორიმამია დუმბაძე

ნაშრომში შესწავლილია ფეოდალთა კლასი: სათავადოთა სისტემის მოსპობა ცვლილებები თავადთა და აზნაურთა უფლებრივ და საადგილმამულო ურთიერთობაში, ვასალურ-სენიორალური დამოკიდებულების თანდათანობით მოშლა, სათავადოს საერთო-საგვარეულო მიწათმფლობელობის გაყოფისა და რღვევის პროცესი, თავადთა და აზნაურთა (სახელმწიფო, სათავადო, საეკლესიო სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა (ყმა-მამული), რუსეთის მთავრობის საადგილმამულო პოლიტიკა ქართველი თავადაზნაურობის მიმართ და მასთან დაკავშირებული რიგი საკითხები. ნაშრომის მეორე ძირითადი საკითხი მწარმოებელი კლასი – გლეხობაა. შესწავლილია გლეხთა ბეგარა-გადასახადები (სახელმწიფო, საბატონო, საეკლესიო)| ფეოდალური რენტა და მისი ფორმების ხვედრითი წონა XIX ს. ბატონყმურ ხანაში საგლეხო მიწათმფლობელობის ფორმები (საბატონო, კერძო, სათემო, ხიზნური...), სოფლის მეურნეობის მდგომარეობა, გლეხის მეურნეობა, გლეხობის ქონებრივი დიფერენციაცია და მით ეკონომიური ჯგუფები, კლასობრივი დიფერენციაციის საწყისები, ბურჟუაზიული ურთიერთობის ჩასახვა საქართველოს სოფელში ფეოდალურ-ბატონყმური ურთიერთობის თანდათანობითი რღვევა ბატონყმური ურთიერთობის გამწვავება და სხვა რიგი საკითხებისა.