ნაშრომში განხილულია იდენტობის ფორმირების პროცესი საქართველოში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში. გაანალიზებულია ეთნიკური ქართველებისა და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების (სომხები, აზერბაიჯანელები, ოსები, აფხაზები, ებრაელები) იდენტობის მშენებელი ნარატივები და მათი ურთიერთმიმართება. ემპირიულ საფუძვლად, ძირითადად, გამოყენებულია საკვლევ პერიოდში გამომავალი ქართული და არაქართული პრესის მასალები.