,,ანტისოციალურად მოიაზრება ქცევა, რომელიც კრიმინალზე, ძალადობასა და ნარკოტიკების მოხმარებაზეა მიმართული. ანტისოციალური პიროვნული დარღვევები (ასპდ) პიროვნების ისეთი დარღვევებია, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა პროფესიული ასოციაციების მიერ ოფიციალურად მიღებულ დიაგნოზადაა მიჩნეული. დროული პრევენციული ზომები აღზრდის პროცესში გაცილებით ეფექტური და მომგებიანია, ვიდრე თავს დატეხილი პრობლემის გადალახვის მცდელობები, ამიტომაც მოზარდთა ანტისოციალური ქცევის თეორიული და პრაქტიკული მართვის ფსიქოლოგიური ზომები აქტუალურობას იძენს. ეს სახელმძღვანელო გამიზნულია მოზარდთა მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, სკოლის ფსიქოლოგებისთვის, მანდატურებისთვის, ნარკოლოგებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვინც მონაწილეობს მომავალი თაობის აღზრდის რთულ და უმნიშვნელოვანეს პროცესში".