წიგნის პირველ ნაწილში განხილულია ძველი კაპადოკიისა და პონტოს სამეფოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის, აგრეთვე პონტოს მეფის მითრიდატე ევპატორის ვინაობის საკითხი. დადგენილია, რომ ძველი კაპადოკიის ტერიტორიაზე ძირითადად მოსახლეობდნენ მესხების, ტაბალებისა და ხალიბების ტომები; რომ პონტოს სამეფო ჩამოყალიბდა კაპადოკიის ჩრდილოეთ ნაწილში და მისი მოსახლეობა მთელი კაპადოკიის მოსახლეობის ანალოგიური იყო; რომ მითრიდატიდები ადგილობრივი შთამომავლობის იყვნენ. წიგნის მეორე ნაწილში დახასიათებულია ის სიტუაცია, რომელშიც აღმოცენდა მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი ბრძოლა მაშინდელი სამყაროს ორ დიდ სახელმწიფოს – რომსა და პონტოს სამეფოს შორის აღმოსავლეთ სარბიელზე, რაც არსებითად მსოფლიოში გაბატონების პრობლემიდან გამომდინარეობდა. განხილულია მებრძოლ მხარეთა შორის 40 წლის მანძილზე წარმოებული ომიანობის უმთავრესი მომენტები მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენებთან ურთიერთკავშირში; მოცემულია ანალიზი იმ მიზეზებისა, რომლებმაც განაპირობეს. რომის გამარჯვება და პონტოს სამეფოს მარცხი.