მონოგრაფიაში ცენტრალური, შუა და დასავლეთ ციმბირის ველებიდან აღმოსავლეთ ევროპაში IV ს-ის 70-იანი წლებიდან მოსული-ჰუნთურქებად წოდებული: საბირების, სარაგურების, აკაცირების, ონოგურების, ბოლგარების, ავარების, ტურკიუტების, ხაზარებისა და სხვათა მიერ შექმნილ გაერთიანებათა შესახებაა მოთხრობილი. დადგენილია აღმოსავლეთ ევროპაში საბირებისა და ხაზარების მოსვლის დრო, მათი წარმომავლობა. გარკვეულია რამ განაპირობა ძველ საისტორიო წყაროებში ჰუნთურქთა მოხსენიების ანაქრონისტული ხასიათი. შესწავლილია ამიერკავკასიის ქვეყნებში ჰუნ-თურქთა ლაშქრობებსა და დასახლებებთან დაკავშირებული ტოპონიმები და სხვა პრობლემები.