წიგნში მოცემულია 12 ქვეყნის: ბრაზილიის, ვატიკანის, ირლანდიის, იტალიის, კვიპროსის, ლიხტენშტაინის, ნიდერლანდის, პორტუგალიის, სერბეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ტაჯიკეთის კონსტიტუციური აქტების ოფიციალური და უახლესი ტექსტები. აქ წარმოდგენილი ქვეყნები სხვადასხვა მართვა-გამგეობის, სახელმწიფო წყობილების ფორმებითა და პოლიტიკური რეჟიმებით გამოირჩევიან და განსხვავებულ სამართლის სისტემებს წარმოადგენენ. გარდა ამისა, თითოეულ ქვეყანას ერთვის მიმოხილვითი სტატია, სადაც გამოკვლეულია კონკრეტული ქვეყნის კონსტიტუციონალიზმის ისტორია, კონსტიტუციის მიღებისა და გადასინჯვის პროცედურები, მისი ანალიზი და განსაკუთრებული თავისებურებები. ასევე მოცემულია ზოგადი ცნობარი ქვეყნის ისტორიის, გეოგრაფიის, მოსახლეობის, ხელისუფლებისა და ეკონომიკის შესახებ.