ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციები, ნაწ. 4

გამოცემის წელი2007
გამომცემლობათბილისელები

წიგნში მოცემულია 12 ქვეყნის: ალბანეთის, ბელგიის, ბულგარეთის, ინდოეთის, ისლანდიის, მაკედონიის, მექსიკის, მოლდავეთის, მონაკოს, ყირგიზეთის, შვედეთის კონსტიტუციების და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი კონსტიტუციური აქტების ოფიციალური და უახლესი ტექსტები. აქ წარმოდგენილი ქვეყნები სხვადასხვა მართვა-გამგეობის, სახელმწიფო წყობილების ფორმებითა და პოლიტიკური რეჟიმებით გამოირჩევიან და განსხვავებულ სამართლის სისტემებს წარმოადგენენ. გარდა ამისა, თითოეულ ქვეყანას ერთვის მიმოხილვითი სტატია, სადაც გამოკვლეულია კონკრეტული ქვეყნის კონსტიტუციონალიზმის ისტორია, კონსტიტუციის მიღებისა და გადასინჯვის პროცედურები, მისი ანალიზი და განსაკუთრებული თავისებურებები. ასევე მოცემულია ზოგადი ცნობარი ქვეყნის ისტორიის, გეოგრაფიის, მოსახლეობის, ხელისუფლებისა და ეკონომიკის შესახებ.