ნაშრომში, საარქივო მასალების, გამოუქვეყნებელი წყაროებისა და არსებული ლიტერატურის ურთიერთშეჯერების საფუძველზე მოცემულია ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფო სახლის წევრთა რუსეთში გადასახლების მიზეზები, მათი მდგომარეობა და მოღვაწეობა რუსეთში 200 წლის მანძილზე. ვრცლადაა გაშუქებული რუსეთის სხვადასხვა ქალაქში დასახლებულ ქართველ ბატონიშვილთა, მათ შთამომავალ მეცნიერთა, მხედართმთავართა და სახელმწიფო მოღვაწეთა ის დიდი და ერთგული თავდადებული სამსახური რუსეთის სახელმწიფო კარზე, რომელმაც სახელი გაუთქვა ჩვენი ერის იქაურ წარმომადგენლებს და დიდი როლი ითამაშა ერთმორწმუნე რუს ხალხთან დაახლოებასა და დამეგობრებაში.