წიგნი ორი უძველესი ხალხის – ბერძნებისა და ქართველების ადრინდელ კულტურას, მითოლოგიასა და ფოლკლორს ეძღვნება.
ავტორი მიზნად ისახავს მონახოს საერთო წარმოდგენები და სიუჟეტები, რაც თავს იჩენს, ერთი მხრივ, ანტიკურ მხატვრულ ლიტერატურაში, მეორე მხრივ კი ქართულ ხალხურ პოეტურ შემოქმედებაში. ამასთან ისტორიულ-შედარებითი თვალსაზრისითაა განხილული ლოკალური ხასიათის მითები, ლეგენდები და გადმოცემები ცალკეულ ღვთაებათა შესახებ, ქრისტიანობისა და წარმართობის ბრძოლა, მითოლოგიის მნიშვნელობა კულტურის განვითარებაში, მითოლოგიური ძიებანი ძველ საქართველოში, „ქართული თეოგონიის“ არსებობის საკითხები და სხვა.