წარმოდგენილ წიგნს საფუძვლად დაედო ავტორის მიერ თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგიაში წლების მანძილზე წაკითხული ლექციების კურსი. ნაშრომის უმთავრესი მიზანია, ტრადიციულად განმტკიცებული ძირითადი დებულებების პარალელურად მკითხველს ზოგადად გააცნოს თანამედროვე ლინგვისტური კვლევის უმთავრესი შედეგები და არსებულ საპირისპირო მოსაზრებათა შეჯერებით გამოუმუშაოს დამოუკიდებელი კვლევა-ძიების უნარი.