„ხალხური პოეზია და პროზა“ (ქარული ფოლკლორი, VII) – პრობლემური ნაშრომების კრებულს წარმოადგენს. მასში შესულია გამოკვლევები პოეტური და პროზაული ჟანრების ურთიერთკავშირისა და ცვალებადი ბუნების შესახებ. დაკვირვების ობიექტად აღებულია ქართული, მეგრული, ლაზური, სვანური ხალხური შემოქმედების ძეგლები, ხოლო შედარებისათვის გამოყენებულია რუსი, კავკასიელი და სხვა ერთა ფოლკლორის ნიმუშები, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ხალხურ ნაწარმოებთა სტრუქტურულ და მხატვრულ ანალიზს.