წიგნში გაეცნობით რა იწერებოდა 1921 წლამდე საქართველოში გამომავალ ჟურნალ-გაზეთებში? რომელ საჭადრაკო ტერმინებს იყენებდნენ თავიანთ წერილებში ცნობილი ქართველი პუბლიცისტები? როგორი და ვისი ჭადრაკები ინახება საქართველოს მუზეუმებში, რატომ გადაამტვრია თავზე ჭადრაკის დაფა მემედ აბაშიძის მამამ იბრაჰიმმა ოსმალეთის უკანასკნელი ვეზირის წარმომადგენელს, ჭადრაკთან დაკავშირებული რა ექსპონატები და დოკუმენტებია დაცული საქართველოს არქივებსა და ბიბლიოთეკებში. დიდი ადგილი ეთმობა პირველი ქართველი ცნობილი მოჭადრაკისა და მეცენატის ანდრია დადიანის ცხოვრებისეულ და სპორტულ ეპიზოდებს. ცალკე წერილი ეძღვნება ვიქტორ ერდელის, პიროვნებას, რომელმაც თბილისის პირველი საჭადრაკო ტურნირების ორგანიზება შეძლო და ბევრი გააკეთა ჩვენში ჭადრაკის პოპულარიზაციისთვის.