„კოსმოკომიკური ამბები“ – 1963-64 წლებში დაწერილი 12 მოთხრობა – პირველად 1965 წელს დაიბეჭდა. მომდევნო, 1967 წლის კრებულს – „ნულოვანი დრო“, ხოლო მესამეს, 1968-ში გამოსულს, „სამყაროს მეხსიერება და სხვა კოსმოკომიკური ამბები“ ერქვა. ქართული გამოცემა პირველი ქართული თარგმანია „კოსმოკომიკური ამბების“ სრული გამოცემისა, რომელიც იტალიაში 1997 წელს გამოვიდა სახელწოდებით – „ყველა კოსმოკომიკური ამბავი“.