წინამდებარე ნაშრომში, ავტორთა შეხედულებით, მეტ-ნაკლებად კომენტირებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ყველა მუხლი. შემჩნეული ხარვეზების აღმოფხვრაზე შეთავაზებულია შესაბამისი რეკომენდაციები. ნაშრომის მოცულობის არასაჭიროებისამებრ გაზრდის თავიდან აცილების მიზნით, როგორც წესი, კითხვების დასმის გარეშე, 227 კითხვაზე გაცემულია გასაგებად ჩამოყალიბებული, ავტორთა აზრით, სწორი პასუხი. გაანალიზებულია ამკ, სსკ და სსსკ ნორმები, რომლებიც, ავტორთა აზრით, საკანონმდებლო წესით დასაზუსტებელი ან გასაუქმებელია. ასეთი ნორმების გაუმჯობესების შესახებ შეთავაზებულია დასაბუთებული წინადადებები.