ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

თეიმურაზ პირველის "ლეილ-მაჯნუნიანის" სპარსული წყაროები

გამოცემის წელი1967
გამომცემლობამეცნიერება

„ლეილი და მაჯნუნის“ 15 აღმოსავლური ვერსიისა და ქართული „ლეილმაჯნუნიანის“ შედარებითი შესწავლის საფუძველზე შრომაში გამოკვეთილია ქართული ვერსიის სპარსული ლიტერატურული წყაროს აღნაგობა და მისი ძირითადი თავისებურებანი. შრომის მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება „ლეილი და მაჯნუნის“ სასიყვარულო ისტორიის სიუჟეტური განვითარების შესწავლას სპარსულ კლასიკურ ლიტერატურაში; დადგენილია პოემის 3 ძირითადი რედაქცია. შრომაში ნაჩვენებია აგრეთვე, რომ აღმოსავლურ ლიტერატურაში „ლეილი და მაჯნუნის“ სიუჟეტის განვითარებისა და გავრცელების შესწავლაში ქართულ „ლეილმაჯნუნიანსაც“ ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა.