წიგნი, რომელიც სულ სხვა მერაბ მამარდაშვილს დაანახებს იმ მკითხველს, რომელიც მას მხოლოდ მისი ლექციებიდან იცნობს. რა თქმა უნდა, ეს წიგნიც სტენოგრაფიული ჩანაწერების გაშიფვრის შედეგად შეიქმნა, მაგრამ მისი ენა, აზროვნების სტილი გაცილებით რთული და სისტემურია, თითქოს მამარდაშვილი და პიატიგორსკი მეტყველებაში წერის პრაქტიკას მიმართავენ.