„ცნობიერება და ცივილიზაცია“ – წარმოადგენს მერაბ მამარდაშვილის მიერ სხვადასხვა წლებში წაკითხული ლექციების ნაკრებს, რომელშიც თემატურად არის დალაგებული ავტორის ნააზრევი („კონკრეტული და ცოცხალი შეგრძნება“) აღნიშნული საკითხისადმი. წიგნი იყოფა ორ ნაწილად, პირველი ნაწილი ეთმობა იმას, რასაც ავტორი აღწერადს, ანუ ნორმალურ სიტუაციებს უწოდებს და მეორე, აღუწერად, ანუ აღწერას (პრინციპულად განუსაზღვრელ) დაუქვემდებარებელ სიტუაციებს უწოდებს.