ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ქართული კონსტიტუციონალიზმი, წ. 2

გამოცემის წელი2011
გამომცემლობაუნივერსალი

წარმოდგენილი ნაშრომი – „ქართული კონსტიტუციონალიზმი", პირველი ცდაა ღრმად იქნეს გაანალიზებული და სათანადოდ შეფასებული საქართველოს კონსტიტუციური მოდელირების წარსული და აწმყო. მეორე წიგნში დეტალურად არის განხილული საქართველოს კონსტიტუციური მოწყობის სახელმწიფო სისტემა. სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუციონალური კონსტრუქცია განხილულია ქართული კონსტიტუციონალიზმის ქრონოლოგიურ დინამიკაში – საქართველოს 1921 და 1995 წლების კონსტიტუციების, 1992, 2004 და 2010 წლების კონსტიტუციური კანონების პაკეტის თავისებურებების თვალთახედვით. მათი ხარვეზები და ნაკლოვანებები წარმოჩენილია კონსტიტუციონალიზმის პოზიტიური ტენდენციებისადმი შედარებითი ანალიზის მეთოდით. საქართველოს კონსტიტუციური სამართლის ნეგატიურ პრაქტიკას უპირისპირდება ე. წ. პოზიტიური იგავები კონსტიტუციონალიზმიდან – კონკრეტული მოსაზრებებისა და პრაქტიკული წინადადებების სახით – ქართულ კონსტიტუციონალიზმში არსებული ცდომილებების აღსაკვეთად.