წიგნში განხილულია საქართველოს ისტორიის კონკრეტული წყაროთმცოდნეობის საყურადღებო საკითხები: „ქართლის ცხოვრების“ შედგენის დრო და პირობები, მისი შედგენილობა და თანდათან შევსება; ქართულ საისტორიო თხზულებათა ქართული და სპარსული წყაროები; „ქართლის ცხოვრების“ თხზულებებში მოხსენიებულ პირთა და გეოგრაფიული სახელების იდენტიფიკაცია და განმარტება, აღმოსავლური ტერმინების ახსნა; ჟამთააღმწერლის თხზულების ნაკლული ადგილების შევსება; XIII საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ისტორიის ქრონოლოგია და სხვ.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ზოგადწყაროთმცოდნეობით საკითხებს, კერძოდ, ჟამთააღმწერლის ტექსტის რეკონსტრუქციის მეთოდიკას, ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლთა მეცნიერული პუბლიკაციის პრინციპებს და ა. შ.