წინამდებარე ნაშრომში განხილულია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზაციის საკითხები საპარლამენტო სისტემის ქვეყნებში. განზოგადებული მსჯელობისას და წინადადებების საფუძვლად აღებულია საპარლამენტო რესპუბლიკას – გერმანიის და პარლამენტური მონარქია – იაპონიის მაგალითზე. აქვე, საქართველოში სახელმწიფო მმართველობის მოდელების უსასრულო მონაცვლეობის და ამით გამოწვეული პრობლემების კვალობაზე, მოქმედი სისტემის შეფასებასთან ერთად, გამოთქმულია მოსაზრებები ქართულ კონსტიტუციონალიზმში საპარლამენტო სისტემის რაციონალური თავისებურებების დანერგვის თაობაზე.