წინამდებარე მონოგრაფია განიხილავს სახელმწიფოს ტერიტორიული ორგანიზაციის იშვიათი ფორმის – რეგიონალიზმის თეორიულ და პრაქტიკულ თავისებურებებს. სახელმწიფოს პოლიტიკურ-ტერიტორიული მოწყობის მოცემულმა მოდელმა ფეხი აიდგა, განვითარდა და ჩამოყალიბდა ისეთ მოწინავე ევროპულ ქვეყნებში, როგორიც ესპანეთი და იტალიაა. არსებული პრობლემების ერთგვაროვნების გათვალისწინებით, ევროპული გამოცდილების კვალობაზე,რეგიონალიზმის პოლიტიკურ-სამართლებრივი ბუნების ღრმა ანალიზის ფონზე წიგნში განხილულია საქართველოში რეგიონალიზმის ექსტრაპოლაციის შესაძლებლობა. სწორედ ამ თემას ეძღვნება მონოგრაფიის დასკვნითი თავი.