კრებულში შესულია გამოკვლევები ძველი ქართული მწერლობის ისტორიის, ქართული კოდიკოლოგიის, ძველი ქართული ენის შესწავლის შესახებ. რიგ წერილებში აღძრულია, აგრეთვე, სირიულ და ბიზანტიურ ლიტერატურათა ქართულთან ურთიერთობის და ქართული კალიგრაფიის ისტორიის ზოგიერთი საკითხიც. კრებულში მოთავსებული საისტორიო ხასიათის გამოკვლევები ეძღვნება საქართველოს ისტორიის ადრე და გვიანფეოდალურ ხანას. ქვეყნდება, აგრეთვე ერეკლე II-ის ერთი უცნობი არაბულენოვანი წერილი.