წინამდებარე წიგნში სხვადასხვაენოვანი წერილობითი წყაროების, არქეოლოგიური, ეპიგრაფიკული და ნუმიზმატიკური მასალის საფუძველზე, საკითხის კვლევაში ჩვენი ისტორიოგრაფიის მიღწევების გათვალისწინებით, მოცემულია დავით IV აღმაშენებლის მოღვაწეობის შეძლებისდაგვარად სრული სურათის წარმოდგენის ცდა. ნაშრომში შესულია აგრეთვე ავტორის მიერ ადრე გამოქვეყნებული ზოგიერთი ნარკვევი დავით IV აღმაშენებლის შესახებ.