"წიგნი „შუამდინარული მითოლოგია" 1973-1974 წლებში იწერებოდა ყოფით და მის შესაბამის ერთგვარ სულიერ-ინტელექტუალურ მყუდროებაში, რასაც შემდგომ თავისებური სახელი შეერქვა. მკითხველი შეამჩნევს ავტორის გატაცებას შუმერული ლექსიკით. ესეც იმ ხანის ნიშანია. მას იზიდავდა ეს ენა არა მხოლოდ როგორც იშვიათი ღირებულების მხატვრული თუ მითოლოგიური ტექსტების , მატარებელი რეალობა, არამედ როგორც თავად მითოსის წყარო,მითოსშემოქმედებითი ფაქტორი,თავისი თანდაყოლილი ენერგიით".