წიგნში შესულია: საქართველო-შარვანის პოლიტიკური ურთიერთობა XII საუკუნეში; საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობის ისტორიიდან (XI-XII სს.); საქართველოს ურთიერთობა ჯვაროსნებთან და ბიზანტიასთან (XI-XII საუკუნეთა მიჯნა); საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობის წარსულიდან; უცხოელთა და უცხო სარწმუნოების მიმდევართა უფლებრივი მდგომარეობა შოთა რუსთველის ეპოქის საქართველოში; XI-XIII სს. საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობის ისტორიიდან („საკარგავის“ მნიშვნელობისათვის); ქართული სახელმწიფო დარბაზი და მისი ადგილი „ვეფხისტყაოსანში“; „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ ავტორის ვინაობის საკითხისათვის; რუსთველი და ანტიკურობა; აღმოსავლეთი XI-XII სს. ქართული საისტორიო წყაროების ფურცლებზე; XII ს. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკურ მოძღვრებათა ისტორიიდან; ჯვაროსნული თქმულება დავით აღმაშენებელსა და დემეტრე პირველზე.