„ქართული ჰაგიოგრაფია“ – არის ცდა თანამედროვე სამეცნიერო კვლევებისა და მეთოდოლოგიის გათვალისწინებით ამ ფასდაუდებელი ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლა-შეფასებისა. წიგნი შედგება რამდენიმე რუბრიკისაგან, რომლებშიც თავმოყრილია ძველი და ახალი თაობის მეცნიერთა ნაშრომები. კრებულს ერთვის აგრეთვე განხილულ თხზულებათა ძირითადი გამოცემებისა და სამეცნიერო ლიტერატურის ბიბლიოგრაფიები.