წიგნში პოპულარულადაა მოთხრობილი საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან. იგი შედგენილია აკად. ს. ჯანაშიასა და აკად ნ. ბერძენიშვილის რედაქციით გამოქვეყნებული საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოების მიხედვით, რომლებიც თავის დროს დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ მკითხველთა შორის. მასში გაშუქებულია ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ – ეკონომიკური ისტორიის, აგრეთვე კულტურის საკითხები.