კრებული ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის ვახუშტი ბაგრატიონის დაბადებიდან 300 წლისთავს. მკითხველი გაეცნობა წერილებს ვახუშტის თხზულების სტრუქტურის საკითხებზე, ტექსტის შექმნა-ჩამოყალიბების ისტორიაზე, განხილულია საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის არაერთი საკითხი ვახუშტი ბაგრატიონის ამა თუ იმ ცნობასთან დაკავშირებით. ქვეყნდება შემაჯამებელი წერილი ვახუშტის ღვაწლზე ეთნოგრაფიულ მეცნიერებაში და ა. შ.