ნაშრომი მიძღვნილია საქართველოს, კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში მისი მომიჯნავე მხარეების უძველესი მოსახლეობის ეთნიკური ვინაობის საკითხისადმი. კვლევა-ძიება მოიცავს საკმაოდ დიდ ქრონოლოგიურ პერიოდს –ძვ. წ. III ათასწლეულიდან I ათასწლეულის შუახნებამდე. ავტორი საკითხის დამუშავებისას ემყარება ფართო მასალებს – უძველესი საისტორიო წყაროების მონაცემებს, საენათმეცნიერო და არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებს. წიგნში გაანალიზებულია მრავალი კონკრეტული ენობრივი ფაქტი, ახლებური ინტერპრეტაცია ეძლევა ზოგიერთ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას. კრიტიკულად არის შეფასებული ქართველთა წარმომავლობის შესახებ წამოყენებული კონცეფციები და წარმოდგენილია საკითხის ახლებური გააზრების ცდა.