თანამედროვე ქართული პროზის ცოცხალ კლასიკოსად აღიარებულმა, რუსთაველის და ილია ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატმა რევაზ მიშველაძემ ამ რომანით ჩვენი ეპოქის დრამატული სურათი დაგვიხატა. მძიმე პირადმა სვემ და სამშობლო ქვეყნის გაუსაძლისმა ვითარებამ რომანის გმირი ჩურჩულს გადააჩვია, ხოლო გელა კირთაძის ბოლო ნაბიჯით მწერალმა ჩაძინებული ერის გაღვიძების ზარს შემოჰკრა.