წიგნში თქვენ ვერ იხილავთ ცხოვრებისგან გალაღებულ, ბედით განებივრებულ, ხელმომართულ ადამიანებს ისინი, ამჯერად რევაზ მიშველაძის ყურადღების გარეშე დარჩნენ. ცნობილი ნოველისტის პერსონაჟებს უჭირთ ცხოვრება, უფრო სწორად, ძნელად ცხოვრობენ. მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლები მათ წინაშე იმდენ აზრიან თუ უაზრო ბარიერს აღმართავს, ისე აბურთავებს ეპოქა ამ უბრალო მოქალაქეების ყოველდღიურ ყოფას, რომ ზოგი მათგანი დაბნეულობისგან თანამედროვე დიოგენობას იჩემებს და კაცური კაცის აღმოჩენის უცნაურ ხერხს მიმართავს.