ევროპული კავშირის სამართლის ცნობარი არის ევროპული სამართლებრივი სისტემის შესახებ ქართულ საზოგადოებაში არსებული შეხედულებებისა და ცოდნის შევსების მცდელობა. მისი ამოცანაა აამაღლოს ცნობიერება და მისცეს პირველადი, ზოგადი ცოდნა მკითხველს ევროპული კავშირის სამართლის ბუნების შესახებ, რაც საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას თითოეული მოქალაქისათვის მეტად გააზრებულსა და გათვითცნობიერებულს გახდის. ევროპული კავშირის სამართლის ცნობარის მიზანია ქართულ ენაში დაამკვიდროს ევროპულ სამართალთან დაკავშირებული ტერმინების შინაარსობრივად და ლექსიკურად გამართული გაგება.