ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

იოანე დამასკელის "გარდამოცემის" ქართული თარგმანები

გამოცემის წელი2006
გამომცემლობალოგოსი

1966 წელს რომან მიმინოშვილმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „იოანე დამასკელის „გარდამოცემის" ქართული თარგმანები”. იგი წერდა: „მეტად საინტერესოა „გარდამოცემის“ ქართული თარგმანების ურთიერთმიმართების საკითხი. ჩვენს გამოკვლევაში, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო თვალნათლივ გამოგვეჩინა ყველა მხარე ამ ურთიერთობისა. საკითხით დაინტერესებულ მკვლევარს რომ საშუალება ჰქონდეს თვალი ადევნოს, თუ როგორ ხდებოდა ამა თუ იმ ფილოსოფიური თუ თეოლოგიური დებულების ჩამოყალიბება, მისი გამოცემა ქართულად; თუ როგორ ეძებდნენ ქართველი მთარგმნელები ბერძნულ ტერმინთა ექვივალენტს, რა გზით მიემართებოდა მათი მეცადინეობა, საჭიროა და აუცილებელიც ეფრემისა და არსენის თარგმანთა ტექსტების გამოცემა პარალელურად. ვერავითარი გამოკვლევა და ლექსიკონი ვერ შეცვლის მათ თვალსაჩინოებას. სამწუხაროდ, რადგანაც ქართულ თარგმანთა ტექსტები (მხედველობაშია ეფრემისა და არსენის ტექსტები – ვ. ა.) ჩვენ ჯერ-ჯერობით ხელნაწერის სახით გვაქვს წარმოდგენილი, გასაგებია, რომ ტექნიკურად შეუძლებელი იყო მათი პარალელური გამოცემა. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ პარალელური ტექსტების გამოცემის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ქართულ-ბერძნული დოკუმენტირებული ლექსიკონი, სადაც პარალელურად ასახული იქნება ორივე მთარგმნელის ნაღვაწი“.