სულხან-საბა ორბელიანის პირველი ლიტერატურული ქმნილება – ,,სიბრძნე-სიცრუისა", იგავ–არაკების კრებული, რომელიც წარმოდგენილია ფაბულური მოთხრობის ფონზე. სულხან–საბას კრიტიკული, სატირული მზერა ადამიანების მრავალ მანკიერებას ამხელს, თუმცა მას მაინც სწამს გონების ძალისა და მორალური ფასეულობებისა.